თოვლი, დედამიწის საბანი
რა გავლენას ახდენს მცენარეებზე.🌧🌧
თითქმის ყველა რეგიონში თოვლი მოვიდა. 🌧🌧🌧🌧❄️❄️❄️❄️❄️❄️
რა დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს თოვლს.? ❄️❄️ თოვლი იცავს ფესვებს ძლიერი ყინვისგან და მიწის ტემპერატურას უფრო სტაბილურს ხდის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხეხილისთვის, ვაზისთვის, მრავალწლოვანი მცენარეებისთვის და ვარდებისთვის.
რატომ? ❄️❄️❄️❄️ თოვლი ქმნის ნელ ტენიანობას, დნობისას კი ნელა აღწევს ნიადაგში. არ ხდება მიწის ჩამორეცხვა. გაზაფხულზე მცენარეები საწყისი წყლით შედიან. ხდება მავნებლების შემცირება — ბუგრებს, ბუზებს, ტკიპებს. ასევე სპორების და სოკოს განადგურება. აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას.
❄️❄️❄️❄️ თოვლის დნობა ნიადაგს აფხვიერებს და აუმჯობესებს ჰაერგამტარობას.
უარყოფითი გავლენა: მძიმე თოვლმა შეიძლება დატეხოს ტოტები, განსაკუთრებით ციტრუსი. 🍋🍋🍊🍋 მარადმწვანეები. 🎄🎄🌿 ლავანდა. 🌿 როზმარინი. 🌿 ფრთხილად უნდა მოხდეს ჩამობერტყვა. თოვლი ნიადაგს უფრო ურჩევნია, ვიდრე მცენარეზე დადებული.
ქოთნის მცენარეები, რომლებიც ღია ცის ქვეშ არიან, დაუტოვეთ თოვლი ქოთანში. არ გამოასუფთავოთ. თუ გადახურულში გაქვთ ქოთნები და თოვლმა ვერ მიაღწია, გააკეთეთ თოვლის გუნდები და ჩაუწყეთ ქოთნებში. და აღარ მორწყოთ სრულ გაშრობამდე.
გაადნეთ თოვლი და ამ წყლით მორწყეთ ოთახის მცენარეები. თოვლის წყალი რბილია, უმარილო, მოსწონთ მცენარეებს. თუ გუნდებს გააკეთებთ და სახლში შეიტანთ, რაც ხშირად ბლოგერები მოუწოდებენ, სიფრთხილით გააკეთეთ. დიდი გუნდა არ გააკეთოთ. ჭარბი ტენი არ სჭირდებათ, რადგან რისკია ფესვის ლპობის, ფოთლის ლაქიანობის.
💚💚💚🌺🌺🍀🍀🍀❄️❄️❄️ ნამდვილი ზამთარი დაიწყო, ბედნიერი ახალი წელი გაგთენებოდეთ. ❄️❄️❄️❄️❄️❄️❄️💚💚💚💚💚
წყარო: by სახლი სიმწვანეში